პილატესი

პილატესი – ასე ეწოდება ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც ჯოზეფ პილატესმა თითქმის 100 წლის წინ შექმნა. ამ პერიოდის განმავლობაში პილატესის მეთოდმა დროის გამოცდას გაუძლო და საუკეთესო რეკომენდაციებიც მიიღო.
პილატესში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, მისი ვარჯიშები მუშაობს კომპლექსურად მთელს სხეულზე.

რატომ პილატესი:

  • ანვითარებს ძალას, მოქნილობას, კოორდინაციას, სისწრაფეს, ამტანობას;
  • ამაღლებს სხეულის ფიზიკური ფორმის თვითშეგრძნებას;
  • აუმჯობესებს კონტროლს საკუთარ სხეულზე;
  • ანვითარებს კუნთების სწორი აქტივაციის უნარს;
  • ახდენს სხეულის პოზის კორექციას;
  • აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას და ბალანსს;
  • ხელს უწყობს სწორად სუნთქვის ჩამოყალიბებას;
  • ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნების უნარის განვითარებას;
  • სასარგებლოა ორსულთათვის;
  • სხეულის სიჯანსაღის მიღწევის კვალდაკვალ, ეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში.

აბონემენტი -180 ლარი /თვეში 12 ვარჯიში;

1 ვარჯიში - 20 ლარი;

კლუბის წევრებისთვის 1 ვარჯიში - 5 ლარი;

სამშაბათი /ხუთშაბათი / 10:00 -11:00 /19:00 -20:00

შაბათი / 12:00 -13:00