მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ძვირფასო კლუბის წევრებო!
ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ოპერატიულად გაწვდით
მნიშვნელოვან ინფორმაციას!
ვაკის საცურაო აუზზე სათადარიგო ინსტრუქტორს, რომელიც მხოლოდ შაბათ-კვირას
მუშაობს, პირველადი ტესტირებით დაუდასტურდა Covid19. აღნიშნული თანამშრომელი
კვირის შემდეგ არ გამოცხადებულა სამსახურში, ხოლო დაბალი ტემპერატურა
დაუფიქსირდა სამშაბათს.
კონტაქტების კვლევისას, დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რისკის შემცველად
გამოვლინდა მხოლოდ ერთი კონტაქტი, რომელიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.
აუზის ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები და ჩვენ
ვაგრძელებთ ფუნქციონირებას უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე