ჩვენს შესახებ

ვაკის აუზს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1965 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში  მან არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ჩემპიონატს უმასპინძლა. 1999 წელს აქ დელფინების დაუვიწყარი შოუც კი მოეწყო. 2004 წლიდან  ის გახდა საქართველოში ყველაზე პოპულარული საცურაო აუზი და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის დღემდე შეუცვლელი ადგილია.

შენობა რამდენჯერმე განახლდა, უკანასკნელად კი -2020 წელს, COVID-პანდემიის პერიოდში. განახლებული ოლიმპიური სტანდარტის აუზი აღჭურვილია ულტრათანამედროვე წყლის ფილტრაციის სისტემით, ის,აგრეთვე, გთავაზობთ  განახლებულ საუნებს, ფიტნეს, აერობიკის დარბაზსა და სხვა დამატებითი სივრცეებს.

დღეს  ვაკის აუზის კლუბს 1500-ზე მეტი წევრი ჰყავს.

მომსახურე პერსონალის  პროფესიონალიზმი, იდეალური სისუფთავე და  უსაფრთხო გარემო მულტიფუნქციურ სივრცეს კიდევ მეტად გამორჩეულს ხდის.

ოლიმპიური სტანდარტის აუზი

სიგრძე 50 მეტრია, სიგანე - 22 მეტრი

მინიმალური სიღრმე - 1,70. მეტრი,

მაქსიმალური სიღრმე  - 7,20 მეტრი.

ვაკის აუზი გთავაზობთ აკვააერობიკის ჯგუფურ გაკვეთილებს, ცურვის შესასწავლად ინდივიდუალური ტრენერის მომსახურებას.

ფინტეს დარბაზი

გთავაზობთ პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორების მიერ შერჩეულ ინდივიდუალურ პროგრამებს, თანამედროვე აღჭურვილობას, განახლებულ ფართო სივრცეს და მეგობრულ გარემოს.

სპორტული დარბაზი

გთავაზობთ პროფესიონალი ტრენერების - კრივის, პილატესის, BODY SLIM,SLT ვარჯიშებს, ბატუტს და სხვა.

გამაჯანსაღებელი ზონა

ფინური და თურქული

საუნა საშხაპეები

ცივი ჯაკუზი

სარელაქსაციო ოთახი

ველნეს სპა

გთავაზობთ ინდივიდუალურ გამაჯანსაღებელ პროგრამებს, რომლებიც დაგეხმარებათ ლამაზი სახის და სხეულის შენარჩუნებაში:
კლასიკური მასაჟი

შვედური მასაჟი
სარელაქსაციო მასაჟი
სპორტული/სამკურნალო მასაჟი
ანტიცელულიტური მასაჟი
სხეულის მოდელირება და კორექცია

პილინგ მასაჟი, წყალმცენარეების შეფუთვა და სხვა.

ჩვენი გუნდი

ვაკის საცურაო აუზის პროფეიონალთა გუნდი

მანანა ჯორბენაძე

ცურვის ინსტრუქტორი
სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი 1977-1980-წლებში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის დინამოს თასის მფლობელი. 

დავით ელიზბარაშვილი

ცურვის ინსტრუქტორი
სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის მოცურავეთა ნაკრების წევრი 1971-1975-წლამდე. საბჭოთა კავშირის დინამოს თასის მფლობელი. საქართველოს რეკორდსმენი  ბრასით ცურვაში

ირინა გერასიმოვა

ცურვის ინსტრუქტორი
საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ოლიმპიადის მონაწილე 1980-წელს, საბჭოთა კავშირის 18-გზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 13-გზის რეკორცმენი. ევროპის ჩემპიონი 1983-წელს. მსოფლიო უნივერსიადის 4-გზის ჩემპიონი.

თიკა ნადირაშვილი

ცურვის ინსტრუქტორი
ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი, 1993-წლის SWIM FESTIVAL-ის  გამარჯვებუილი. თანრიგოსანი.

ნინო ქომაშვილი

ცურვის ინსტრუქტორი
სპორტის ოსტატობის კანდიდატი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი 1986-1989-წლებში. საქართველოს ნაკრების წევრი 1990-1991-წლებში.

ანა დემეტრაშვილი

ცურვის ინსტრუქტორი
რუსეთის ცურვის ფედერაციის წევრი, საერთაშორისო კატეგორიის ცურვის ინსტრუქტორი.

ირაკლი გოშაძე

ცურვის ინსტრუქტორი

ირმა შერაზადიშვილი

აკვა აერობიკის ინსტრუქტორი

ნინო გედევანიშვილი

აკვა აერობიკის ინსტრუქტორი

ბელა ფოცხვერაშვილი

თერაპევტ მასაჟისტი

სოფო ბრეგვაძე

თერაპევტ მასაჟისტი

შორენა უბილავა

თერაპევტ მასაჟისტი

სალომე დავითაშვილი

აერობიკის ინსტრუქტორი

ირაკლი ზუბიაშვილი

კრივის ინსტრუქტორი
პროფესიონალი მოკრივე, საქართველოს ჩემპიონი 2008-2009-წლებში, საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი.

პაატა ჯმუხაძე

პროფესიონალი დაივერი

ანა მარგიევა

სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი​
საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ჩემპიონატის ფინალისტი, საერთაშორისო ბოდი ბილდინგის და ფიტნესის ჩემპიონატის GRAND PRIX პრიზიორი..

ცოტნე ყოლბაია

სერთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი​

სერგი ლომთაძე

სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი

გიორგი ელიზბარაშვილი

სერტიფიცირებული მაშველ - ინსტრუქტორი

ირმა ყიფშიძე

აერობიკა

თამაზ ქართველიშვილი

კრივი
საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი ვერცხლის მედალოსანი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს კრივის ფედერაციის ნაკრები გუნდების ხელმძღვანელი.