საჭყუმპალაოს შესახებ

ვაკის საცურაო აუზის საჭყუმპალაო სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი დამოუკიდებელი სივრცეა, სადაც დაგხვდებათ საცურაო აუზი, ბავშვთა გასახდელები და მოსასვენებელი ოთახი.

აქ ცურვის შესწავლა შეუძლიათ 3 თვიდან 10 წლამდე ბავშვებს. გარდა სტანდარტული ცურვის გაკვეთილებისა, ვაკის საჭყუმპალაო გთავაზობთ მხატვრული (სინქრონული) ცურვის გაკვეთილებს და თერაპიულ ცურვას, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის შემდეგი პათოლოგიებით: ცერებრული დამბლა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, კუნთების ჰიპერტენზია, ჰიპერტონია და სხვა.

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული ინსტრუქტორებით, რომლებიც სპეციალურად არიან გადამზადებული ბავშვთა ცურვის ტრენერობისთვის.

ადგილზე მოსვლისას, თითოეულ ბავშვს უტარდება სამედიცინო შემოწმება ექიმი-პედიატრის მიერ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს თქვენი პატარა აუზში ცურვას. ყოველი გაკვეთილი ტარდება ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დაცული იყოს ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ინსტრუქტორები

ირმა ჭოხონელიძე

ბავშვთა ცურვის ინსტრუქტორი

ცურვის საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის პრიზიორი

ლიკა ბოკერია

მხატვრული (სინქრონული) ცურვის ინსტრუქტორი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მხატვრულ (სინქრონულ) ცურვაში

ვანდა კერესელიძე

ჩვილ ბავშვთა ცურვის ინსტრუქტორი

ტანმოვარჯიშე, 5-გზის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოში ჩვილ ბავშვთა ცურვის ასოციაციის დამფუძნებელი.

დავით ოქროპირიძე

ბავშვთა ცურვის ინსტრუქტორი

ცურვის ეროვნული და საერთაშორისო ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული

სერვისები და ფასები

გრაფიკი

რაოდ.

ფასი

ჩვილი
ასაკი 0.3-1 წელი
ხანგძლივობა 30 წთ

ასაკი 1-10 წელი
ხანგძლივობა 30 წთ

ასაკი 3-10 წელი
ხანგძლივობა 30 წთ

თერაპიული
ასაკი 1-10 წელი
ხანგძლივობა 45 წთ

ორშაბათი/
ოთხშაბათი/
პარასკევი

1

6

12

50 ₾

200 ₾

400 ₾

-

-

-

40 ₾

200 ₾

390 ₾

50 ₾

240 ₾

480 ₾

სამშაბათი/
ხუთშაბათი

4

8

140 ₾

240 ₾

-

270 ₾

-

-

160 ₾

320 ₾

შაბათი/
კვირა

4

8

150 ₾

300 ₾

-

-

-

-

175 ₾

350 ₾

ხელშეკრულების გასაფორმებლად სავალდებულოა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა #100), დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა.